Belive

ვესტუმრეთ, როგორც ტურისტები | UFC-ის ყოფილი ჩემპიონი აფხაზეთში ისვენებს

2 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი - პეტრ იანი, აფხაზეთში ისვენებს. აღნიშნულის შესახებ, ინფორმაცია პეტრ იანმა Instagram-ზე განათავსა. UFC-ის ყოფილი ჩემპიონი აფხაზეთს მეზობელ ქვეყნად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ რეგიონში ტურისტის სტატუსით იმყოფება.

"დღეს მეზობელ ქვეყანას ვესტუმრეთ, როგორც ტურისტები. საერთო ჯამში, კოლორიტული ლოკაციაა. უზარმაზარი მთები და ბევრი სიმწვანე. ერთი სიტყვით, მშვენიერი ბუნებაა", - აღნიშნა პეტრ იანმა.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Петр "No Mercy" Ян (@petr_yan)

შეგახსენებთ, UFC-ის მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი – ხაბიბ ნურმაგომედოვი, ოკუპირებულ აფხაზეთში მასტერკლასის გამართვას გეგმავდა, თუმცა საქართველოსა და აშშ-ს მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესების საფრთხის გამო, ნურმაგომედოვმა სოხუმში ვიზიტი გააუქმა.

სხვა სტატიები