Belive

ვილი სანიოლი: "2021 წელი უფრო პოზიტიური გამოდგა, ვიდრე ნეგატიური"

2 წლის წინ სხვა
2 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა 2021 წელი ამხანაგურ შეხვედრაში, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, უზბეკეთთან - 1:0 გამარჯვებით დაასრულა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და როგორც კონკრეტული მატჩი, ისე მთლიანად სანაკრებო პაუზა შეაფასა.
"პირველ რიგში, მატჩის შესახებ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ეს წლის ბოლო მატჩი იყო და მარტამდე ერთმანეთს ვერ შევხვდებოდით, თამაშის ხარისხზე მეტად შედეგი გვაინტერესებდა. პირველ ტაიმში უკეთ თამაში შეგვეძლო. რამდენიმე მოთამაშესთან მიმართებაში შვედეთთან მატჩის შემდეგ დაღლილობის პრობლემა იყო. სამედიცინო ჯგუფმა გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობა შეამოწმა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე მისი თამაში არ ღირდა. ყველაფერი სათამაშო სქემაზეა დამოკიდებული, თავდამსხმელების თამაშზეც ეს ახდენს გავლენას. რაც უფრო მეტი შესაძლებლობა და არჩევანი მექნება, უფრო ბედნიერი ვიქნები. დავით ვოლკოვი საქართველოს ნაკრებს კარგად შეეწყო, მან შვედეთთან კარგად ითამაშა, ხოლო დღეს გოლის გატანა მოახერხა, იმედი მაქვს ის ჩვენთან ერთად კიდევ მეტ დროს გაატარებს. მარტამდე დიდი შუალედი იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიმუშავებთ. ჩვენი სამწვრთნელო შტაბის წევრები ბევრი მიმართულებით იმუშავებენ, ახალ მოთამაშეებს დააკავირდებიან. ასევე, შევეცდებით, რომ ვნახოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრებში თამაშობენ, რადგანაც მოთამაშეებთან სამუშაო პროცესის მიღმა შეხვედრა ძალიან სასიამოვნო და საჭიროა. 2021 წელს იყო რამდენიმე დადებითი საქართველოს ნაკრების თამაშში. მთლიანობაში, 2021 წელი უფრო მეტად პოზიტიური ასპექტებით დამამახსოვრდა, ვიდრე ნეგატიურად.  მე ბორდოში ვცხოვრობ და ადგილობრივი კლუბის მატჩებს ვესწრები, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, უმჯობესია, რომ მან მოედანზე ის გააკეთოს, რაც მის გულშემატკივარს სურს და წარმატებას აუცილებლად მიაღწევს", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
უზბეკეთის წინაააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა მატჩის 41-ე წუთზე, დავით ვოლკოვმა, ზურიკო დავითაშვილის გადაცემის შემდეგ მოახერხა.  

სხვა სტატიები