Belive

ვინ რა თანხა გამოიმუშავა აკი ბაშოზე 13 დღის შემდეგ

2 წლის წინ სხვა
1 წთ
2021 წლის რიგით მეხუთე სუმოს სუპერტურნირი სექტემბრის ანუ აკი ბაშო 12 სექტემბერს დაიწყო და 26 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ტურნირის ტოვებს განვლილი ბაშოს ჩემპიონი, ლეგენდარული იოკოძუნა ჰაკუჰო, რომლის სკოლაშიც Covid-19 დაფიქსირდა და ამის გამო ვერ მიმდინარე ტურნირზე ასპარეზობის უფლება არ მიანიჭეს. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, საკმაოდ შემცირდა კენშოების რაოდენობა, თუმცა ცხადია, რომ გარკვეული რაოდენობის კენშოები გამორჩეული ბრძოლების გამარჯვებულებს კვლავაც ერგებათ. გთავაზობთ TOP 5 მებრძოლს, რომელთაც ყველაზე დიდი ოდენობის კენშოები გამოიმუშავეს აკი ბაშოს მე-13 საბრძოლო დღის შემდეგ:
1) ტერუნოფუჯი – 266 კენშო ≈ $106,400 2) ტაკაკეიშო – 95 კენშო ≈ $38,000 3) შოდაი – 82 კენშო ≈ $32,800 4) მიტაკეუმი – 79 კენშო ≈ $31,600 5) ენდო – 72 კენშო ≈ $28,800
სამწუხაროდ, გამომუშავებული თანხის მხრივ ქართველი ექს-ოძეკი ტოჩინოშინი არამხოლოდ ხუთეულს, არამედ ათეულს მიღმაა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ტოჩინოშინის მიმდინარე ბალანსი 7 მოგება და 6 მარცხია.

სხვა სტატიები