ვინ რა თანხა გამოიმუშავა ჰაცუ ბაშოზე (11 დღის მონაცემები)

2022 წლის რიგით პირველი სუმოს სუპერტურნირი იანვრის ანუ ჰაცუ ბაშო 9 იანვარს დაიწყო და 23 იანვრის ჩათვლით აქტიურ ფაზაში იქნება.

ტურნირს იოკოძუნა ტერუნოფუჯი და სეკივკე მიტაკეუმი, 10-10 მოგებით ლიდერობენ.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, საკმაოდ შემცირდა კენშოების რაოდენობა, თუმცა ცხადია, რომ ეტაპობრივად ყველაფერი ნორმაში ბრუნდება და გარკვეული რაოდენობის კენშოები გამორჩეული ბრძოლების გამარჯვებულებს კვლავაც ერგებათ.

გთავაზობთ TOP 5 მებრძოლს, რომელთაც ყველაზე დიდი ოდენობის კენშოები გამოიმუშავეს ჰაცუ ბაშოს მე-11 საბრძოლო დღის შემდეგ:


1) ტერუნოფუჯი – 261 კენშო ≈ $104,400

2) მიტაკეუმი – 104 კენშო ≈ $41,600

3) შოდაი – 56 კენშო ≈ $22,400

4) ტაკარაფუჯი – 45 კენშო ≈ $18,000

5) აბი – 40 კენშო ≈ $16,000


სამწუხაროდ, გამომუშავებული თანხის მხრივ ქართველი ექს-ოძეკი ტოჩინოშინი არამხოლოდ ხუთეულს, არამედ ათეულს მიღმაა.


 

ვინ რა თანხა გამოიმუშავა ჰაცუ ბაშოზე (11 დღის მონაცემები)

სტატიის ავტორი
-