Belive

ვინ რამდენი გამოიმუშავა ჰაცუ ბაშოზე 14 დღის შემდეგ (ტოპ 5)

3 წლის წინ სხვა
1 წთ
2021 წლის გამხსნელი სუმოს სუპერტურნირი 10 იანვარს დაიწყო და 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე საკმაოდ შემცირდა კენშოების რაოდენობა, თუმცა ცხადია გარკვეული რაოდენობის კენშოები გამორჩეული ბრძოლების გამარჯვებულებს კვლავაც ერგებათ. გთავაზობთ TOP 5 მებრძოლს, რომელთაც ყველაზე დიდი ოდენობის კენშოები გამოიმუშავეს იანვრის ბაშოს პირველი 14 დღის შემდეგ: 1) შოდაი - 148 კენშო $59,200 2) ასანოიამა – 132 კენშო $52,800 3) მიტაკეუმი - 116 კენშო $46,400 4) დაიეიშო - 104 კენშო $41,600 5) ტერუნოფუჯი – 88 კენშო $35,200
მე-7 საბრძოლო დღის ბოლო შეხვედრა ტოჩინოშინსა და ტაკაკეიშოს შორის გაიმართა, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა – გამარჯვებულმა 30 კენშო აიღო, რაც დაახლოებით 12,000$-ია.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ექს-ოძეკი ტურნირზე 14 საბრძოლო დღის შემდეგ, უარყოფითი ბალანსით, 4 მოგებით და 10 მარცხით აგრძელებს ასპარეზობას.

სხვა სტატიები