Belive

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის წარმატებულად ასპარეზობს მსოფლიო, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. ლადომ ასპარეზობა ირანელი ამირჰოსეინ მაგსოუდის დამარცხებით (7-3) დაიწყო, მერვედფინალში კი თურქ სელაჰატინ კილიჩსალაიანს 6-5 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მას რუსი ახმედ ჩაკაევი ელის. პირველი შეხვედრა მარტივად მოიგო 79 კგ წონითი კატეგორიის ფალავანმა, დავით ხუციშვილმა, რომელსაც ანგოლელმა ფრანსისკო დე დეუს კადიმამ პრობლემები ვერ შეუქმნა (12-0). მერვედფინალში მისი მეტოქე თურქი აიჰან სუჩუ იქნება. საწყის ეტაპზე დამარცხდნენ 57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოთარ გოგავა და დავით მარსაგიშვილი (92 კგ). გოგავამ კუბელ მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო (2-1) ხოლო მარსაგიშვილი აშშ-ს წარმომადგენელ მაიკლ კოქსთან დამარცხდა (6-2) შეგახსენებთ რომ გუშინ ფინალში გავიდნენ და დღეს ოქროს მედლისთვის ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) იბრძოლებენ.

სხვა სტატიები