Belive

ვლადიმირ კლიჩკო რინგზე დაბრუნებას გეგმავს!

4 წლის წინ სხვა
2 წთ

43 წლის უკრაინელი მოკრივე ვლადიმირ კლიჩკო 2 წლიანი პაუზის შემდეგ რინგზე დაბრუნებასთან დაკავშირებით ალაპარაკდა. როგორც გაირკვა კლიჩკოსთან ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გავრცელებული ხმების თანახმად თანხა, რომელიც ვლადიმირ კლიჩკოს რინგზე დაბრუნებას გადააწყვეტინებს 76 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება. ედი ჰერნი სრულიადაა ჩართული ამ საქმეში და დიდი ალბათობით მოახერხებს კიდეც კლიჩკოს რინგზე დაბრუნებას. აღსანიშნავია, რომ უკრაინელი მოკრივე პროფესიონალური სპორტიდან ზუსტად 2 წლის წინ წავიდა, მას შემდეგ რაც მან ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ "შეუფერებელი" მარცხი "ნოკაუტით" განიცადა. ამასთან დაკავშირებით კლიჩკომ ერთ-ერთ სოციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მან ენტონი ჯოშუას 2 წლის წინ გაწეულ ღირსეულ წინააღმდეგობაზე მადლობა გადაუხადა:

"მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 29 აპრილს ტიტული ვერ მოვიგე, ეს ჩემს ხანგრძლივ კარიერაში ერთ-ერთი გმაორჩეული დღე იყო. დიდი მადლობა ენტონი ჯოშუას შესანიშნავი ოპონენტობისთვის, მან მე მომცა სტიმული, რომ მსოფლიოს ჩემპიონი კიდევ ერთხელ გავხდე!" - წერს კლიჩკო.

სხვა სტატიები