Belive

ვლადიმირ პუტინთან ბრძოლაში ჯო როგანი ილონ მასკს დაეხმარება

2 წლის წინ სხვა
1 წთ

რუსეთის მიერ წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომისა და უკრაინაში ბარბაროსული შეჭრის ფონზე, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობისა და უდანაშაულო ბავშვების სიცოცხლე ეწირება - ილონ მასკმა ვლადიმირ პუტინი ბრძოლაში გამოიწვია.

ექსცენტრიული ილონ მასკი, რომლის ქონებაც გავრცელებული ინფორმაციით $266.1 მილიარდს შეადგენს. რუსეთის ქმედებებს გმობს და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. მასკმა ვლადიმირ პუტინი ბრძოლაში გამოიწვია და შესთავაზა, რომ გამარჯვებულს "უკრაინა ერგოს". მილიარდერის მიერ ხუმრობით გაკეთებულ განცხადებას, ჯო როგანი სერიოზულად მიუდგა და მას დახმარება შესთავაზა. პოდკასტერი აღნიშნავს, რომ ილონ მასკს ვარჯიშსა და ბრძოლისათვის მომზადებაშო ხელს შეუწყობს.
"ილონ მასკს ბრძოლა სურს - მან პუტინთან დაპირისპირება გადაწყვიტა. ჩემი სამსახური შევთავაზე. მასკს დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ ყველანაირად შევუწყობ ხელს. დავეხმარები ვარჯიშსა და ბრძოლისათვის მომზადებაში", - აღნიშნა როგანმა. 
 

სხვა სტატიები