Belive

ვწუხვარ აუნაზღაურებელ დანაკლისზე | რონალდუმ ელისაბედ II-ს პატივი მიაგო

1 წლის წინ სხვა
2 წთ

გუშინ, 8 სექტემბერს, 70-წლიანი მმართველობის შემდეგ, 96 წლის ასაკში, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II გარდაიცვალა. „დედოფალი მშვიდად გარდაიცვალა“, - ასე აცნობა მსოფლიოს ახალი ამბავი ბუკინგემის სასახლემ.

კრიშტიანუ რონალდუ ერთ-ერთი იმ მრავალთაგანია, რომელიც დედოფლის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებით გამოეხმაურა.

"ჩემი კარიერის 7 წელი პრემიერ ლიგაში გავატარე, წელს ინგლისში ჩემი ყოფნის მე-8 წელი შესრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ვგრძნობდი, თუ როგორი მარადიული სიყვარული ამოძრავებდა ბრიტანეთს დედოფლისადმი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო და არის მისი უდიდებულესობა ბრიტანელებისთვის.

პატივს მივაგებ მის ხსოვნას და ვწუხვარ იმ აუნაზღაურებელ დანაკლისზე, რომელიც ქვეყანამ, რომელსაც ჩემს სახლს ვუწოდებ. ჩემი ფიქრები და ლოცვა სამეფო ოჯახთანაა" - ვკითხულობთ რონალდუს პოსტში.

პორტუგალიელი ფეხბურთელი დიდ ბრიტანეთში პირველად 2003 წელს ჩავიდა, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონის მოთხოვნით, "მანჩესტერ იუნაიტედის" წევრი გახდა.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, დედოფალ ელისაბედ მეორეს გარდაცვალების გამო, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტური გადაიდო.

“დილით გამართულ შეხვედრაზე, პრემიერ ლიგის კლუბებმა მის უდიდებულესობას – დედოფალ ელისაბეთ მეორეს პატივი მიაგეს. მისი ექსტრაორდინალური ცხოვრების პატივსაცემად, ასევე იმ ღვაწლისათვის, რომელიც დედოფალს ჩვენი ქვეყნის წინაშე მიუძღვის და როგორც უბრალოდ პატივისცემის ჟესტი – პრემიერ ლიგის მე-7 ტურის მატჩები, მათ შორის ორშაბათს საღამოს გასამართი დაპირისპირება გადაიდო”, – აღნიშნულია პრემიერ ლიგის განცხადებაში.

სხვა სტატიები