Belive

ჟერარდ პიკე: "ფსკერზე დავეშვით, თუ საჭიროა კლუბიდან წავალ" 

3 წლის წინ სხვა
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნთან" განადგურების (2:8) შემდეგ, "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ჟერარდ პიკემ კომენტარი გააკეთა. "ფსკერზე დავეშვით. ამ კლუბს ცვლილებები სჭირდება. თუ კლუბს ახალი სისხლი სჭირდება და მე ამისთვის რამის გაკეთება შემიძლია, მზად ვარ გუნდიდან წავიდე და "ბარსელონა" დავტოვო. არის თუ არა ეს ეპოქის დასასრული? არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ რაც ვიცი არის ის, რომ უნდა შევეგუოთ, რომ ფსკერზე დავეშვით. არამხოლოდ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი, მთლიანად კლუბი არ ვართ სწორ გზაზე. სტრუქტურული პრობლემები გვაქვს. გვქონდა წარმატების წლებიც, მაგრამ წელს ტიტულის გარეშე დავრჩით, როგორც შიდა, ისე ევროასპარეზზე. თქვენ ყველაფერი ნახეთ მოედანზე და ეს მიუღებელია", - თქვა ესპანელმა ფეხბურთელმა.

სხვა სტატიები