ზიდანი: “10 წუთით მოვდუნდით და დავისაჯეთ”

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “რეალი” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდა. მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 1:2 დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ზინედინ ზიდანმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

“75 წუთის განმავლობაში კარგი თამაში ვაჩვენეთ. მარცხით დამწუხრებულები ვართ, თუმცა დაპირისპირება 180 წუთი გრძელდება. პოზიტივის ძიებას უნდა შევუდგეთ. რეზულტატში პოზიტიური ბევრი არაფერია თუმცა უკანასკნელი წუთების გამოკლებით საკმაოდ კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ.”

“70 წუთის ნამძილზე საკმაოდ კარგები ვიყავით – თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვსურს, მანჩესტერში უნდა ჩავიდეთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. მხოლოდ 10 წუთით დაგვაკლდა კონცენტრაცია – საბოლოოდ ამის გამო დავისაჯეთ”, – აღნიშნა ზინედინ ზიდანმა.

(1058)

ზიდანი: “10 წუთით მოვდუნდით და დავისაჯეთ”

სტატიის ავტორი
-