ზურა დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის სახელით იასპარეზებს

საინფორმაციო სააგენტო The Recorder-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურა დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ღირსებას დაიცავს.

“ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურა დათუნაშვილი, თებერვალში, რომში გასამართ ევროპირველობაზე სერბეთის სახელით იასპარეზებს.

სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, ზელკო ტრაიკოვიჩის 8 იანვრით დათარიღებული ინტერვიუდან ირკვევა, რომ ქართველმა მოჭიდავემ სერბული პასპორტი რამდენიმე თვის წინ მიიღო, ნაკრები კი ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას დეკემბრიდან შეუდგა.

ტრაიკოვიჩის განცხადებით, სერბეთის ეროვნული ნაკრებისთვის რომის ევროპის ჩემპიონატი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთგვარი რეპეტიცია იქნება. სხვა მოჭიდავეებთან ერთად, ტრაიკოვიჩს ქართველი დათუნაშვილის იმედიც აქვს, რომლისგანაც ჯერ ლიცენზიას, შემდეგ კი ოლიმპიურ მედალს ელოდებიან”, – აღნიშნავს The Recorder.

(169)

ზურა დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის სახელით იასპარეზებს

სტატიის ავტორი
-