Belive

ზუსტად 13 წლის: ზიდანისა და მატერაცის ლეგენდარული დაპირისპირება

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ზუსტად 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზიდანმა მატერაცის თავი ჩაარტყა. 2006 წლის 8 ივლისს ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წითელი ბარათით დაასრულა. ზიდანის საქციელმა საფეხბურთო სამყაროში მითქმა-მოთქმა გამოიწვია და მიზეზების ბევრი ვერსიაც გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ გერმანიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული იტალიის ნაკრები გახდა. იტალიელებმა ფინალში საფრანგეთი თერთმეტ მეტრიანების სერიაში დაამარცხეს.

სხვა სტატიები