Belive

ზუსტად 5 წლის წინ: ყაზაიშვილის გოლით საქართველომ შოტლანდია დაამარცხა (ვიდეო)

3 წლის წინ სხვა
1 წთ
ზუსტად 5 წლის წინ, 2015 წლის 4 სექტმბერს საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურში, "დინამო არენაზე",  შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და - 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 37-ე წუთზე, ლევან მჭედლიძის გადაცემის შემდეგ, ტექნიკური მოძრაობით და უზუსტესი დარტყმით ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. საქართველო: რევიშვილი - კვირკველია, ამისულაშვილი, კაშია, ლობჟანიძე, ნავალოვსკი - კანკავა, ანანიძე (დუშვილი, 82), ყაზაიშვილი - ოქრიაშვილი (მერებაშვილი, 71), მჭედლიძე (ვაწაძე 90+3).

სხვა სტატიები