Belive

მეორე გამარჯვება - წყალბურთელთა ნაკრებმა ბრაზილიაც დაამარცხა

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბრაზილია 12:8 დაამარცხა. ქართველი წყალბურთელები მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვების მოპოვება დეიან სტანოევიჩის გუნდს არ გასჭირვებია. საქართველოს ნაკრებმა პირველი და მეორე მეოთხედები 3:1 მოიგო, ხოლო მესამე მეოთხედში ერთქულიანი სხვაობით გაიმარჯვა - 2:1. თამაშის მიწურულს ბრაზილიელებმა გაიბრძოლეს და ბოლო მეოთხედის მოგება მოახერხეს კიდეც - 4:5. აღნიშნული გამარჯვებით სტანოევიჩის გაწვრთნილუ ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. ქართველი წყალბურთელები შემდეგ თამაშს ხვალ, მონტენეგროსთან გამართავენ.  

სხვა სტატიები