Belive

კალაშნიკოვა: ,,სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ ოლიმპიადაზე მოხვდი, მაგრამ იმიტომ ვერ ითამაშებ, რომ განაცხადი არ გაუგზავნიათ''

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქართველ ჩოგბურთელს, ოქსანა კალაშნიკოვას, ოლიმპიადაზე თამაში შეეძლო, თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ არ მოხდა, რომ ტოკიოში მონაწილეობის შესახებ განაცხადი არ გაგზავნილა. ამის შესახებ 30 წლის ჩოგბურთელმა ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა:

,,მართლაც სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ შენ ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვდი, თუმცა მხოლოდ იმიტომ ვერ ითამაშებ, რომ განაცხადი არ გაუგზავნიათ. ოლიმპიადაზე თამაში ჩემი ოცნება იყო. ახლა მხოლოდ ტირილი მინდა,'' - წერია კალაშნიკოვას პოსტში.
ოქსანა კალაშნიკოვა წელს უიმბლდონზე ვარვარა გრაჩევასთან ერთად წყვილთა თანრიგში მონაწილეობდა და ტურნირის მერვედფინალშიც გავიდა, სადაც ჩეხ წყვილთან 2 სეტში დამარცხდა. &