Belive

ევროპის ჩემპიონატის II დღე - ხალიჩაზე გენო პეტრიაშვილი გამოვა | პრევიუ

2 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების სახელით, მეორე საშეჯიბრო დღეს, 5 სპორტსმენი იასპარეზებს. ქართველი მოჭიდავეები 61;74;86;92 და 125 კგ წონით კატეგორიებში იასპარეზებენ.

61 კგ

61 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას თეიმურაზ ვანიშვილი დაიცავს, რომელიც ასპარეზობაში 1/8 ფინალიდან ჩაერთვება. ქართველ ფალავანს უნგრელი მეტოქე - გამჟატაჟი ხალიდოვი ეყოლება. გამარჯვების შემთხვევაში კი თეიმურაზ ვანიშვილი 1/4 ფინალში გავა, სადაც თურქ - სულეიმან ატლის შეხვდება. ,

74 კგ

74 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების სახელით - გიორგი სულავა იასპარეზებს. სულავა ასპარეზობაში 1/8 ფინალიდან ერთვება, სადაც იგი იტალიელ მეტოქეს - ფრანკ ჩამისო მარკესს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში გიორგი სულავა 1/4 ფინალში გავა, სადაც თურქ - სონერ დემირტასსა და ისრაელის წარმომადგენელ - მიტჩელ ლუის ფინერსილვერს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

86 კგ

86 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს ტარზან მაისურაძე, რომელიც ასპარეზობაში 1/8 ფინალიდან ჩაერთვება და სლოვაკი მეტოქე - ბორის მაკოევი ეყოლება. 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში, ტარზან მაისურაძის მეტოქე, პოლონელ - სებასტიან იერზიენზანსკსა და გერმანელ - აჰმედ რუსლანოვიჩ დუდაროვს შორის გამარჯვებული იქნება.

92 კგ

92 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ - მირიან მაისურაძე იჭიდავებს. მირიანი განთესილია, შესაბამისად ასპარეზობაში 1/4 ფინალიდან ერთვება, სადაც სომეხი მეტოქე - იოვანეს მხითარიანი ეყოლება. გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი ფალავანი ნახევარ ფინალში მოლდოველ - გიორგი რუბაევს დაუპირისპირდება.

125 კგ

და აი მივადექით წონას, სადაც ქართველ გულშემატკივარს, ოქროს მედლის მოპოვების ყველაზე დიდი იმედი აქვს. 125 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას 2-გზის ევროპისა და 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი - გენო პეტრიაშვილი დაიცავს. გენო პეტრიაშვილი განთესილი იქნება და ასპარეზობაში 1/4 ფინალიდან ჩაერთვება, სადაც მეტოქედ, იტალიელ და ფინელ სპორტსმენებს შორის გამარჯვებული ეყოლება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გენო პეტრიაშვილი და ლეგენდარული თურქი მოჭიდავე - ტაჰა აკგული, ერთმანეთს ფინალამდე არ ხვდებიან. შეგახსენებთ, რომ გენომ 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარეობდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სხვა სტატიები