Belive

17 წლის ელენე ლოლაძე - ქართული სპორტის ამომავალი ვარსკვლავი!

4 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
17 წლის ელენე ლოლაძე, რომელიც კიკბოქსინგსა და ტაილანდურ კრივში მონაწილეობს. პირველი ორი ბრძოლა თებერვალში და მარტის დასაწყისში საქართველოში ჩაატარა და გაიმარჯვა ნოკაუტებით, შემდეგ კი ბაქოში პროფესიონალურ ტურნირზე Free fighting Championship(FFC) ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ტურნირი იყო საჩემპიონო ქამარზე 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც ელენეს ორი ბრძოლა მოუწია. პირველი ჰქონდა ძალიან ძლიერ მეტოქესთან, რომელიც იყო WKN ვერსიით ტაილანდურ კრივში აზიის საჩემპიონო ქამრის მფლობელია. 32 წლის მეტოქესთან როცა ელენე 16 წლის იყო, მაგრამ 2 რაუნდის მერე ირანელმა ბრძოლა ვერ გააგრძელა, ფეხის ტრამვის გამო, ფინალში კი აზერბაიჯანელ მეტოქესთან მესამე ნოკდაუნზე მსაჯმა ბრძოლა გააჩერა. 11 ივნისს, იტალიაში კიკბოქსინგის მსოფლიო თასზე WAKOს (ერთადერთი ვერსია რომელიც აღიარებულია ოლიმპიური კომიტეტისა და გლობალური სპორტული კომიტეტის მიერ) ტურნირზე მონაწილეობდა 2780 სპორტსმენი 42 ქვეყნიდან მხოლოდ საქართველოდან იყო 1 სპორტსმენი. ელენე მონაწილეობდა ფულ კონტაქტ ვერსიაში და მოიგო ეს ტურნირი. ფინალურ ბრძოლაში ტაილანდელი წარმოშობის ნორვეგიის სახელით მოასპარეზე ძალიან ძლიერი სპორტსმენი დაამარცხა. საქართველოში მან ბათუმელი სპორტსმენი რამდენიმე წამში დაამარცხა ნახევარფინალში და ფინალში მის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი თქვეს და მოიპოვა შავი ზღვის. თასიც, რომელიც,საერთაშორისო იყო და 5 ქვეყანა იყო წარმოდგენილი. მანამდე ასევე საქართველოს ჩემპიონატი მოიგო უბრძოლველად. მთლიანობაში ამ ეტაპზე ელენემ ჩაატარა 8 ბრძოლა და პლუს 2 შემთხვევაში მეტოქე უბრძოლველად დანებდა. დღევანდელი მონაცემებით არის WAKO-ს რეიტინგში ყველაზე მაღალ საფეხურზე მყოფი ქართველი კიკბოქსიორი სქესის, ასაკის და წონების მიუხედავად. მსოფლიო რეიტინგში ამ ეტაპზე არის მეოთხე, თუმცა მის წინ მყოფი სამი გოგოდან ორი უკვე გადასულია სხვა კატეგორიაში და ერთიც მხოლოდ 60 ქულით ასწრებს ელენეს. აგვისტოში ევროპის ჩემპიონატზე ელენემ და მისმა გუნდმა ვერ მოიპოვა დაფინანასება ამიტომაც ვერ მოხერხდა მისი ასპარეზობა ევროპის პირველობაზე, ხოლო სექტემბრის ბოლოს ტარდება ტაილანდურ კრივში მსოფლიო ჩემპიონატი. ორგანიზაცია IFMA-ს ორგანიზებით. ეს ორგანიზაციაც ისევე როგორც WAKO კიკბოქსინგში არის ტაილანდურ კრივში ერთადერთი აღიარებული ორგანიზაცია ოლიმპიური კომიტეტის მიერ და ოლიმპიური რეიტინგიც ამ ორგანიზაციის ტურნირებზე გროვდება. ელენე დღესდღეობით არის ყველაზე პერსპექტიული ქართველი სპორტსმენი კიკბოქსინგში და ტაილანდურ კრივში. მასზე მეტი არც წარმატება და არც წარმატების შანსი ამ ეტაპზე არცერთ ქართველ სპორტსმენს, არ აქვს ამ მიმართულებით. მას კი ამ ეტაპზე დახმარება სჭირდება, რასაც თავის ფეისბუქ გვერდზე წერს.

სხვა სტატიები