Belive

3 ოქროს მედალი და რეკორდები - მარიამ მურღვლიანის ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ძალოსნობაში ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მარიამ მურღვლიანმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა. 15 წლის სპორტსმენმა ატაცში 85, ხოლო აკვრაში - 105 კილოგრამი დააფიქსირა. მარიამმა ორივე შემთხვევაში რეკორდი დაამყარა და ორჭიდის ჯამშიც საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მურღვლიანმა ვერცხლის მედლის მფლობელს 6, ხოლო მესამე ადგილზე გასულს - 21 კილოგრამით აჯობა.  

სხვა სტატიები