Belive

5 აგვისტოდან კანადის მასტერსი იწყება!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საჩოგბურთო სამყაროს ყურადღებას 5 აგვისტოდან 1 კვირის განმავლობაში მონრეალის მასტერსი მიიპყრობს. მონრეალის მასტერსი წელიწადში გასამართი 9 მასტერსიდან ერთ-ერთია, შესაბამისად მისი გამარჯვებული 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს. მოქმედი ჩემპიონი:
ტურნირზე მოქმედი ჩემპიონის სტატუსი რაფაელ ნადალს ექნება, შესაბამისად მისთვის კანადური ასპარეზი დიდი გამოწვევა იქნება, ვინაიდან მას რეიტინგში როჯერ ფედერერი საკმაოდ ახლოს ჰყავს და წარუმატებლობის შემთხვევაში ესპანელ მატადორს შვეიცარიელი მაესტრო ადგილს გაუცვლის - შეგახსენებთ, რაფა მსოფლიოს მეორე ნომერია, როჯერი კი მესამე. რაფას 7 945 ქულა აქვს, როჯერს კი 7 460.   ტურნირის ჩემპიონები: 
Champions
  ტურნირის საპრიზო ფონდი - 5 701 945 დოლარი გამარჯვებული მიიღებს - 1 049 040 დოლარს  ფინალისტი მიიღებს531 010 დოლარს    კორტის საფარი - ჰარდი 
  ამჟამად ტურნირზე ოფიციალური რეგისტრაცია ნიკოლოზ ბასილაშვილს არ გაუვლია, თუმცა უდიდესი ალბათობით ის მონრეალის მასტერსზე მონაწილეობას მიიღებს. ნიკოლოზის მსგავსად ტურნირზე ოფიციალური რეგისტრაცია არც როჯერსა და ნოვაკს აქვთ გავლილი, თუმცა ტურნირის ორგანიზატორების მოლოდინით, "იუმბლდონის" ფინალისტები კანადის კორტზე აუცილებლად ითამაშებენ.      

სხვა სტატიები