Belive

8 ერი - ცნობილია თუ რომელ სტადიონზე გვეთამაშება უელსის ნაკრები

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გაირკვა, თუ რომელ სტადიონზე მიგვიღებს უელსის ეროვნული ნაკრები 8 ერის მატჩში. უელსი - საქართველოს მატჩი 21 ნოემბერს, "სკარლეტს პარკზე" შედგება. "სკარლეტს პარკი" უელსური კლუბი "სკარლეტსის" მთავარი საშინაო სტადიონია, რომელიც 14,870 გულშემატკივარს იტევს. ეს სტადიონი 2008 წლის 15 ნოემბერს გაიხსნა. შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები 8 ერში ითამაშებენ, ისინი პირველ მატჩში, რომელიც 14 ნოემბერს შედგება, ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი "ტვიკენჰემის" სტადიონზე გაიმართება.  

სხვა სტატიები