Belive

მეორე გამარჯვება - ბაგრატ ნინიაშვილი ბუდაპეშტის გრან სლემის 1/8 ფინალშია

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძიუდო ბუდაპეშტის გრან სლემით დაბრუნდა, სადაც საქართველოს სახელით 6 სპორტსმენი იასპარეზებს. დღეს, 23 ოქტომბერს, ბუდაპეშტში მამაკაცებიდან -60 და -66 კგ, ხოლო ქალებიდან -48 და -52 კგ წონითი კატეგორიები იასპარზებენ. საქართველოს სახელით, -66 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილი ჭიდაობს. ბაგრატი C ბადეში იმყოფება და იგი განთესილი არ იყო, მისი მეტოქე პირველ ეტაპზე მოლდოველი – დენის ვიერუ იყო, რომელიც ბაგრატმა დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ნინიაშვილის მეტოქე მეორე ეტაპზე, განთესილი ყაზახი – იელდოს ზუმახანოვი იყო, სადაც ქართველმა ძიუდოისტმა კვლავ გაიმარჯვა და 1/8 ფინალში გავიდა. მესამე ეტაპზე ქართველი ფალავნის მეტოქე აზერბაიჯანელ - ორხან საფაროვსა და ნიდერლანდელ - ივო ვერჰორსტერტს შორის გამარჯვენული იქნება. ბაგრატი C ბადეში იმყოფება და იგი განთესილი არ არის, მისი მეტოქე პირველ ეტაპზე მოლდოველი – დენის ვიერუ იყო, რომელიც ბაგრატმა დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ნინიაშვილის მეტოქე მეორე ეტაპზე, განთესილი ყაზახი – იელდოს ზუმახანოვი იქნება.  

სხვა სტატიები