Belive

აღმართის დაძლევის ჩემპიონატის და თბილისის თასის ფინალური ეტაპები გაიმართება

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
თბილისის ერთიანი საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 11 ოქტომბერს დილის 11:00 საათიდან სამადლო-კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე  აღმართის დაძლევის ჩემპიონატი 2020-ის მესამე ფინალური  და თბილისის თასი 2020-ის მეორე ფინალური ეტაპები გაიმართება. 10 ოქტომბერს ავტომრბოლელები თავიანთი ავტომობილებით იუნკერთა მოედანზე განლაგდებიან და რბოლის წინასწარ ტექნიკურ დათვარიელებას გაივლიან. 11 ოქტომბერს კი შეჯიბრების ფარგლებში გაიმართება ორი ვარჯიში , ერთი საკვალიფიკაციო გარბენი და  ორი ფინალური რბოლა . გამარჯვებული რბოლების შედეგების მიხედვით გამოვლინდება. მსგავსი პრინციპის შეჯიბრებისას ავტომრბოლელბის  მიზანია მაქსიმალურად სწრაფად და უშეცდომოდ დაფარონ განსაზღვული მონაკვეთი. ჩემპიონატი სულ 3 ეტაპისგან შედგება და მასში საერთო ჯამში 25-ზე მეტი პროფესიონალი ავტომრბოლელი იღებს მონაწილეობას. მონაწილეების და ორგანიზატორების მთავარი მიზანია ქუჩის რბოლებმა შეჯიბრებაში გადაინაცვლოს, რომელიც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით იმართება და ხელს უწყობს სპორტის განვითარებას. ჩემპიონატი თბილისის მერიის,  საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მხარდაჭერით ტარდება.