Belive

"ახლა ხვიჩას სისხლჩაქცევები აქვს" - სლუცკი კვარაცხელიას გამო მსაჯს დაუპირისპირდა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
რუსეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში "რუბინი" შინ "ზენიტთან" 1:3 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანი 66-ე წუთზე დატოვა. ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ დღევანდელ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო. ამის მიზეზი მსაჯთან კამათი იყო - რუსი სპეციალისტი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ხვიჩას წინააღმდეგ "ზენიტის" ფეხბურთელების უხეშობები მთავარ არბიტრს უყურადღებოდ რჩებოდა.
"სერგეი ივანოვი არაკომპეტენტური და არაპროფესიონალია. ამ ადამიანმა კარიერაში უკვე მეორედ გამაძევა. როგორც წესი, მთელ მსოფლიოში ტექნიკურ მოთამაშეებს მსაჯები ტრავმისგან იცავენ. მთელი მატჩის განმავლობაში კვარაცხელიას "ზენიტის" ფეხბურთელები ფეხს აბიჯებდნენ და ამაზე მას რეაქცია არ ჰქონია. ახლა ხვიჩა სისხლჩაქცევებით ყინულის აბაზანაშია და ჰემატომაც აქვს," - თქვა სლუცკიმ თამაშის შემდეგ.

სხვა სტატიები