Belive

აკი ბაშო – დღე 6: ტოჩინოშინისა და გაგას მდგომარეობა და ლიდერთა სია

4 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
8 სექტემბერს, ტოკიოში სტარტი აიღო 2019 წლის რიგით მე-5 სუპერტურნირმა – “აკი ბაშომ”. აღნიშნული ტურნირი ქართველი სუმოისტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ლევან გორგაძე ანუ ოძეკი ტოჩინოშინი კადობანშია ჩაყენებული და უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში წოდებას დაკარგავს, თეიმურაზ ჯუღელი ანუ გაგამარუ კი ჯურიოს ქვედა ნაწილშია და აუცილებლად ნორმალური ბალანსი უნდა დააფიქსიროს, რაღა ჯურიოს დივიზიონიდან გავარდნის საშიშროება არ დაემუქროს. ტოჩინოშინისათვის ბაშო ცუდად დაიწყო, მან პირველი ორი დღის ორთაბრძოლები დათმო, მესამე დღეს მოახერხა საკუთარ თავში ძალების გამონახვა და შეხვედრა წარმატებით დაასრულა. მე-4 დღეს ის აბის წინააღმდეგ დამარცხებულად მიიჩნიეს, რეალურად მან შეხვედრა წარმატებით დაასრულა, თუმცა თმაზე მოქაჩვის გამო “მონოის” (მონოი – მსაჯთა კონსილიუმი) გადაწყვეტილებით ის წაგებულად სცნეს. მე-5 დღეს ტოჩის მეტოქე ტომოკაძე გახლდათ, რომელიც დამაჯერებლად დაამარცხა. რაც შეეხება მე-6 დღეს, ტოჩის ბრძოლა ტამავაშის წინააღმდეგ წარუმატებელი აღმოჩნდა. ამჟამად ქართველი ოძეკის ბალანსი 2 მოგება და 4 მარცხია. თეიმურაზ ჯუღელი ანუ გაგამარუ ჯურიოს დივიზიონში ამ ეტაპისათვის თანაბარი ბალანსით ასპარეზობს, მე-6 დღეს მისი მეტოქე ჯურიოს მე-7 ნომერი აღმოსავლეთიდან კიოკუშუჰო გახლდათ, რომელმაც გაგა ჰენკას წყალობით დაამარცხა. გაგამარუს ბალანსი ამჟამად თანაბარია - 3 მოგება და 3 მარცხი. მე-7 საბრძოლო დღეს ქართველთა მეტოქეები ცნობილია – ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა დაიეიშოს დაუპირისპირდება, რომელსაც 2 მოგება და 4 მარცხი აქვს, რაც შეეხება მათ ურთიერთშეხვედრებს 6:2-ზეა ტოჩის სასარგებლოდ. გაგამარუს მეტოქე კი ჯურიოს მე-8 ნომერი დასავლეთიდან ტობიძარუ იქნება, რომელსაც 2 მოგება და 4 მარცხი აქვს. მაკუუჩი დივიზიონის პირველ დღეს იოკოძუნა ჰაკუჰო დამარცხდა, ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათია, თუმცა მეორე დღეს ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ მარცხენა ხელის ნეკა თითის ტრავმის გამო ის ტურნირიდან მოეხსნა. მე-6 დღის ბოლოს მაკუუჩი დივიზონს ერთი ლიდერი ჰყავს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ოკინოუმი, რომელიც ამ ეტაპისათვის დაუმარცხებელია. ოკინოუმის მეტოქე აკი ბაშოს მე-7 საბრძოლო დღეს დასავლეთის მე-6 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება.   მაკუუჩი დივიზიონის ლიდერთა სია: 6 მოგება მე-8 მაეგაშირა ოკინოუმი  5 მოგება სეკივაკე ტაკაკეიშო  სეკივაკე მიტაკეუმი კომოსუბი ენდო მე-6 მაეგაშირა მიოგირიუ მე-10 მაეგაშირა მეისეი მე-11 მაეგაშირა ენჰო  მე-15 მაეგაშირა იშიურა 4 მოგება იოკოძუნა კაკურიუ ოძეკი გოეიდო კომოსუბი აბი მე-2 მაეგაშირა ასანოიამა მე-4 მაეგაშირა ტამავაში მე-14 მაეგაშირა ცურუგიშო   სუმოს პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა ტრადიციულად, Live.ge-ის ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ, ყოველდღე, დილის 11:00 საათიდან.

სხვა სტატიები