Belive

აკი ბაშო: ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია!

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
13 სექტემბერს, ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში სტარტს სექტემბრის ანუ აკი ბაშო აიღებს, რომელში მონაწილეობასაც ქართველი ექს-ოძეკი ლევან გორგაძეც მიიღებს. იაპონური სუმოს ასოციაციამ ბაშოს დაწყებამდე 2 დღით ადრე პირველი ორი საბრძოლო დღის განრიგი გამოაქვეყნა. ტოჩინოშინის პირველი მეტოქე აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა კირიბაიამა იქნება, რომელთანაც ქართველ მებრძოლს ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს. მათ შორის აქამდე მხოლოდ ერთი დაპირისპირება გაიმართა - 2020 წლის მარტის ბაშოზე, სადაც ლევანმა მეტოქეს იორიკირით სძლია. რაც შეეხება მეორე დღის ორთაბრძოლებს, ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა ტერუცუიოში იქნება. ტოჩისა და ტერუცუიოშის შორის აქამდე ერთი დაპირისპირება გაიმართა და ჩვენთვის სამწუხაროდ ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. Live.ge აკი ბაშოს პირდაპირ რეპორტაჟებს Georgian Sport • ქართული სპორტის ფეისბუქ გვერდზე, ტრადიციულად, ქართული კომენტირებით შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები