Belive

აკი ბაშო | ტოჩინოშინის საწყისი 2 მეტოქე ცნობილია

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
12 სექტემბრიდან ტოკიოში აკი ბაშო აიღებს სტარტს, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტურნირზე სუმოს ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობით მოცემულობა შეიცვალა. საქმე იმაშია, რომ მიაგინოს ჰეიაში Covid-19-ის შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც რეგულაციებიდან გამომდინარე ამ სკოლის მებრძოლები აკი ბაშოზე მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ. სწორედ მიაგინოს ჰეიას წევრია იოკოძუნა ჰაკუჰოც, რომელიც მიუხედავად PCR ტესტზე ნაჩვენები უარყოფითი პასუხისა, ტურნირზე მაინც არ იქნება. ტურნირის დაწყებამდე 2 დღით ადრე, საწყისი 2 დღის ორთაბრძოლების სია გამოქვეყნდა, შესაბამისად, ცნობილია თუ ვინ გაუწევს ტოჩინოშინს ოპონირებას. პირველ დღეს, ტოჩის მეტოქე კოტოეკო იქნება, რომელიც დასავლეთის მე-11 მაეგაშირას სტატუსით არის წარმოდგენილი. მათ შორის აქამდე 4 ორთაბრძოლაა გამართული, სადაც 3 შემთხვევაში ქართველმა ფალავანმა იმარჯვა, საპირწონედ კი მხოლოდ ერთხელაა დამარცხებული. რაც შეეხება მეორე დღეს, ლევან გორგაძეს ოპონირებას გამოცდილი იაპონელი რიკიში, ენდო გაუწევს, რომელთანაც აქამდე 17 დაპირისპირება აქვს გამართული, საიდანაც 9 ბრძოლა ტოჩიმ მოიგო, 8 კი ენდომ.

სხვა სტატიები