Belive

ანა ტატიშვილმა კარიერა დაასრულა

4 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ქართული წარმოშობის პროფესიონალი ამერიკელი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც მან კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. 30 წლის აწ უკვე ყოფილმა ჩოგბურთელმა, მიზეზად ხშირი ტრავმიანობა დაასახელა.

"ხშირი ტრავმიანობის გამო ჩემი სხეული აღარ მაძლევს კონკურენტუნარიანი ჩოგბურთის ჩვენების საშუალებას" "ვინაიდან ტრავმებს ისე ვერ გავუმკლავდი, როგორც პროფესიონალური ჩოგბურთის თამაშისთვისაა საჭირო, გადავწყვიტე კარიერა დავასრულო, მტკივნეულია, მაგრამ ამიერიდან ჩემს თავს კორტს მიღმა გამოვცდი" "ჩოგბურთი ყველაფერზე მეტად მიყვარს და უზომოდ მადლიერი ვარ მისგან მიღებული ყველანაირი ნიუანსისათვის, ეს არასოდეს დამავიწყდება", - წერს ანა ტატიშვილი. ანა ტატიშვილი 2014 წლამდე საქართველოს სახელით ასპარეზობდა, 2014 წლის შემდეგ კი ამერიკის შეერთებული შტატების ღირსებას იცავს. 30 წლის ტატიშვილს 1 WTA-ის და 8 ITF-ის ეგიდით გამართული ტურნირი აქვს მოგებული. საპრიზო თანხა კარიერის განმავლობაში 1 554 295 ამერიკული დოლარი აქვს გამომუშავებული. საუკეთესო მაჩვენებელი კი 2012 წელს დააფიქსირა, როდესაც მსოფლიოს 50-ე ნომერი გახლდათ. Live.ge წარმატებებს უსურვებს ანა ტატიშვილს.

სხვა სტატიები