Belive

ანდრია ბითაძე: "ვულოცავ საქართველოს ამ გამარჯვებას"

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთი 9:7 დაამარცხა, რითაც შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გაიზარდა. საქართველოს ნაკრების წყალბურთელმა, ანდრია ბითაძემ ისტორიული გამარჯვების შესახებ ისაუბრა: "ეს თამაში ჯგუფში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ვულოცავ მწვრთნელებს, თანაგუნდელებსა და მთლიანად საქართველოს. ეს დიდი მიღწევაა. შემდეგი მიზანი რვა გუნდში მოხვედრაა, რაც ავტომატურად ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს." საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მე-2 თამაშს ხვალ, 16 იანვარს, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.  

სხვა სტატიები