ავსტრალიია ღია პირველობა – დღე 3 (მეორე რაუნდი)

2.82K
ნახვა

2019 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის მესამე დღე დასრულებულია – გთავაზობთ გამორჩეული მატჩების მიმოხილვებს:

სტეფანო ტრავალია Vs. ნიკოლოზ ბასილაშვილი 

6:3, 3:6, 6:3, 4:6, 3:6 – ბასილაშვილის სასარგებლოდ.

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

 

საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი აგრძელებს წარმატებულ სვლას 2019 წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე – ავსტრალიის ღია პირველობაზე. ქართველის მეტოქე რეიტინგის 137-ე ჩოგანი სტაფანო ტრავალია გახლდათ, რომელთანაც ნიკას საკმაოდ რთული შეხვედრის ჩატარება მოუწია, რაც ნამდვილად მოულოდნელი ფაქტი იყო. მესამე სეტის ბოლოს ნიკა სავალალო მდგომარეობაში იყო, იგი ანგარიშით 2:1 მარცხდებოდა, თუმცა მოახერხა და მომდევნო ორი სეტი საკუთარ აქტივში მიითვალა. დიდი სლემის 1/16 ფინალურ ეტაპზე ქართველის მეტოქე ბერძენი ახალგაზრდა, მსოფლიო რეიტინგის მე-15 ნომერი სტაფანოს ციციპასი იქნება.

 

კევინ ანდერსონი Vs. ფრენსის ტიაფო

6:4, 4:6, 4:6, 5:7 – ტიაფოს სასარგებლოდ.

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

 

მესამე სათამაშო დღის პირველი სენსაცია სწორედ კევინ ანდერსონისა და ფრენსის ტიაფოს შეხვედრაში დაფიქსირდა. მსოფლიოს მე-5 ჩოგანი ამერიკელი პერსპექტიული მოთამაშის წინააღმდეგ მოულოდნელი შედეგით, 2 სეტიანი სხვაობით დამარცხდა. პირველი მოგებული სეტის შემდეგ სამხრეთ აფრიკელმა მეტოქეს ვეღარაფერი მოუხერხა და მიჯრით 3 სეტი წააგო. მომდევნო ეტაპზე ფრენსის ტიაფო კორტზე ანდრეას სეპის წინააღმდეგ დადგება.

 

დანიელ ევანსი Vs. როჯერ ფედერერი 

6:7(5), 6:7(3), 3:6 – ფედერერის სასარგებლოდ. 

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

 

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა, შვეიცარიელმა მაესტრომ დანიელ ევანსის წინააღმდეგ საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ჩაატარა. ყველასათვის მოულოდნელი იყო დანიელ ევანსის ასეთი კარგი თამაშის ხილვა. შეხვედრამ 2 საათსა და 33 წუთს გასტანა, საბოლოოდ კი ფედერერმა მეტოქე 3 სეტში დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც ტეილორ ფრიტსის წინააღმდეგ ითამაშებს.

 

მეთიუ ებდენი Vs. რაფაელ ნადალი 

3:6, 2:6, 2:6 – ნადალის სასარგებლოდ. 

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

 

მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი, რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის მეორე რაუნდში მეთიუ ებდენს შეხვდა, რომელთანაც საკმაოდ მარტივად მოახერხა შეხვედრის წარმატებით დასრულება. რაფამ მეტოქეს 3 სეტიან შეხვედრაში მხოლოდ 7 გეიმი დაუთმო. მომდევნო წრეში მატადორი ალექს დე მინაურს დაუპირისპირდება.

 

სლოან სტივენსი Vs. ტიმეა ბაბოში 

6:3, 6:1 – სტივენსის სასარგებლოდ.

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

 

ქალთა ერთეულთა თანრიგში მე-5 საფეხურზე მყოფი სლოან სტივენსი მეორე რაუნდის შეხვედრაში ტიმეა ბაბოშს დაუპირისპირდა, რომელსაც საკმაოდ მარტივად, 2 სეტში გაუსწორდა. სტივენსმა მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო. მომდევნო წრეში ამერიკელის მეტოქე პეტრა მარტიჩი იქნება.

 

 

მარია შარაპოვა Vs. რებეკა პეტერსონი 

6:2, 6:0 – შარაპოვას სასარგებლოდ.

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

 

ყველასთვის კარგად ნაცნობი რუსი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერი მარია შარაპოვა ავსტრალიის ღია პირველობაზე უკვე მეორე შეხვედრაა ამტკიცებს, რომ შესანიშნავ ფორმაშია. მეორე რაუნდში მისი მეტოქე რებეკა პეტერსონი გახლდათ, რომელსაც საკმაოდ მარტივად, 2 სეტში გაუმკლავდა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. მარიას მომდევნო მეტოქე მსოფლიოს მე-3 ნომერი კაროლინ ვოზნიაცკი იქნება.

 

(2818)

ავსტრალიია ღია პირველობა – დღე 3 (მეორე რაუნდი)

სტატიის ავტორი
-