Belive

ავსტრალიის ღია პირველობა - დღე 5 (რაუნდი 3)

5 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ

2019 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის მეხუთე დღე დასრულებულია - გთავაზობთ გამორჩეული მატჩების მიმოხილვებს:

სტეფანოს ციციპასი Vs. ნიკოლოზ ბასილაშვილი 

6:3, 3:6, 7:6(7), 6:4 -  ციციპასის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მესამე რაუნდში რეიტინგის მე-15 საფეხურზე მყოფ ბერძენ ჩოგბურთელ, სტეფანოს ციციპასს შეხვდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა საბოლოოდ 4 სეტში მომდევნო ეტაპის საგზური ციციპასმა მოიპოვა, რომელიც როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.  

როჯერ ფედერერი Vs. ტეილორ ფრიტსი

6:2, 7:5, 6:2 - ფედერერის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ასაკის მიუხედავად საკუთარ შეხვედრებს საკმაოდ მარტივად 3 სეტში იგებს, გამონაკლისი არც ტეილორ ფრიტსი გამოდგა. მაესტრომ მეტოქე 3 სეტში, საკმაოდ მარტივად დაამარცხა. მომდევნო წრეში როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მაესტროს მეტოქე სტეფანოს ციციპასი იქნება.  

ალექს დე მინაური Vs. რაფაელ ნადალი

1:6, 2:6, 4:6 - ნადალის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერი რაფაელ ნადალი, რომელიც ამჟამად მეორე ნომერია ავსტრალიის ღია პირველობაზე შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მატადორის მეტოქე ადგილობრივი ალექს დე მინაური გახლდათ, რომელსაც დამაჯერებლად, 3 სეტში გაუსწორდა. რაფამ მეტოქეს 3 სეტის განმავლობაში მხოლოდ 7 გეიმი დაუთმო. მომდევნო წრეში რაფას მეტოქე ტომას ბერდიხი იქნება.  

მარია შარაპოვა Vs. კაროლინ ვოზნიაცკი 

6:4, 4:6, 6:4 - შარაპოვას სასარგებლოდ.  შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერი, სრულიად საჩოგბურთო სამყაროსთვის კარგად ნაცნობი მარია შარაპოვა ავსტრალიის ღია პირველობის მესამე რაუნდში მე-3 ჩოგან კაროლინ ვოზნიაცკის შეხვდა, რომელთანაც საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლის გადატანა მოუწია. დრამატული შეხვედრის გამარჯვებული რუსი ჩოგბურთელი გახლდათ, რომელიც მომდევნო ეტაპზე ეშლი ბარტის შეხვდება.  

სლოან სტივენსი Vs. პეტრა მარტიჩი 

7:6(6),7:6(5) - სტივენსის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  ამერიკელმა ჩოგბურთელმა სლოან სტივენსმა ავსტრალიის ღია პირველობის მესამე ეტაპზე პეტრა მარტიჩი ძალიან დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა. მაყურებელმა ორი ტაი-ბრეიკი იხილა, რომლის გამარჯვებულიც ორივე შემთხვევაში სლოან სტივენსი გამოდგა. შემდეგ ეტაპზე სტივენსის მეტოქე ანასტასია პავლიჩენკოვა იქნება.  

ანჟელიკ კერბერი Vs. კიმბერლი ბირელი

6:1, 6:0 - კერბერის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  მსოფლიო რეიტინგის ასევე ყოფილი ლიდერი ანჟელიკ კერბერი, დიდი სლემის ტურნირის მესამე რაუნდში კიმბერლი ბირელს შეხვდა, რომელსაც უმარტივესად მოუგო. ჯამში გერმანელმა ჩოგბურთელმა მეტოქეს მხოლოდ 1 გეიმი დაუთმო. მომდევნო ეტაპზე კერბერის მეტოქე დანიელ როუზ კოლინსი იქნება.  

სხვა სტატიები