Belive

ავსტრალიის ღია პირველობაზე ბასილაშვილის მეტოქე და მატჩის დაწყების დრო ცნობილია

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
14 იანვარს გამთენიისას, 03:00 საათზე, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე, ბრძოლაში ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაებმევა, რომელიც პირველ რაუნდში ამერიკელ კრისტოფერ ეუბანკსს დაუპირისპირდება, რომელიც ამჟამად 171-ე ჩოგანია. ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად მსოფლიოს მე-20 ჩოგანია, ავსტრალიაში კი მე-19 ჩოგნად იქნება განთესილი. აღსანიშნავია, რომ ბასილას საუკეთესო მაჩვენებელი ავსტრალიის ღია პირველობაზე დაფიქსირებული მესამე რაუნდია, წელს კი კალენდრის მიხედვით მას აქვს შანსი მინიმუმ 1/8-ში გავიდეს, სადაც დიდი ალბათობით როჯერ ფედერერს შეხვდება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ბასილამ ნოვაკ ჯოკოვიჩთან და რაფაელ ნადალთან ღირსეულად ითამაშა და თითოეულ მათგანს ერთი სეტიც მოუგო, საინტერესო და დაძაბული იქნება მისი მატჩი შვეიცარიელ ჩოგბურთელთანაც. Live.Ge წარმატებებს უსურვებს ნიკოლოზ ბასილაშვილს და მისი მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები