Belive

ავთანდილ ხურციძემ საპატიმრო დატოვა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ავთანდილ ხურციძემ გუშინ საპატიმრო დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ქართველი სპორტსმენის ოფიციალურ გვერდზე გუშინ გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ ხურციძე 2017 წელს დააკავეს. გამოძალვისა და კრიმინალური საქმიანობის ბრალდებით, ავთანდილს აშშ-ში 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის მიუხედავად, ქართველი მოკრივის ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს. ავთანდილ ხურციძის დედის, მაყვალა ხურციძის განცხადებით, 42 წლის ქართველი სპორტულ კარიერას განაახლებს, თუმცა საქართველოს სახელით ის აღარ იასპარეზებს.

სხვა სტატიები