Belive

ბაქოს გრანდ სლემისთვის ​საქართველოს ნაკრებს სანებლიძე და ჯაფარიძე დაემატნენ

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობას, რომელიც ბაქოში გასამართ გრანდ სლემისთვის იყო ცნობილი, კიდევ ორი სპორტსმენი დაემატა. 100 კგ წონით კატეგორიაში, სადაც არც ერთი ქართველი ძიუდოისტი არ იყო დარეგისტრირებული, ტურნირზე ონისე სანებლიძე და მიხეილ ჯაფარიძე იასპარეზებენ. ოლიმპიადის მოგების შემდეგ, ლაშა ბექაური თავის პირველ ტურნირს იჭიდავებს. ბაქოში ვიხილავთ ასევე ტოკიო 2020-ის ვერცხლის მედალოსნებს – ლაშა შავდათუაშვილს, გურამ თუშიშვილსა და ვაჟა მარგველაშვილს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ), თორნიკე ფოლადაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ), მიხეილ ჯაფარიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ), მარიამ ჯანაშვილი (52 კგ), მზია ბებოშვილი (52 კგ).
ტურნირი 5-7 ნოემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქში გაიმართება.

წყარო: 1tv.ge  

სხვა სტატიები