Belive

ბასილაშვილი ანტალიის ტურნირს გამოეთიშა

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (40) დღეს ალექს დე მინორს (23) დაუპირისპირდა. ქართველი ჩოგბურთელი საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან 2 სეტში - 2:6; 4:6 დამარცხდა. შეხვედრა სულ რაღაც 1 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. 21 წლის ავსტრალიელთან დაპირისპირებაში ნიკოლოზი სულ 4-ჯერ დაბრეიკდა, დე მინორის ჩაწოდებაზე კი ქართველმა მხოლოდ ერთი გეიმი მოიგო. სამწუხაროდ, ბასილაშვილის თამაშში კვლავაც ბევრი უნებლიე შეცდომა იყო, ეს კი გადამწყვეტ ეპიზოდებში უპირატესობას ალექსს ანიჭებდა. შეგახსენებთ, რომ ანტალიის 250-იანთა თანრიგის ტურნირზე საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ეტაპი წარმატებით დაძლია. ჯერ იყო გამარჯვება ანდრეა არნაბოლდისთან (267), შემდეგ კი 24 წლის თურქ, ალტუგ ჩელიკბილეკთან (309)

იხილეთ მიმოხილვა:

სხვა სტატიები