Belive

ბასილაშვილი ბარსელონას ტურნირის პირველ წრეში დამარცხდა

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ბარსელონაში ATP-ის 500-იანთა თანრიგის ტურნირი დაიწყო. ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში დღეს ჟერემი შარდის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, 3 სეტში - 4:6; 6:3; 3:6 დამარცხდა. შეხვედრა თითქმის 2 საათს გაგრძელდა, რა დროსაც ნიკოლოზმა 34 წლის ფრანგი 2-ჯერ დააბრეიკა, საპასუხოდ კი საკუთარ ჩაწოდებაზე 5 გეიმი დათმო. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა გადამწყვეტი სეტი ბრიეკით დაიწყო. 1:0-ზე ქართველი საკუთარ ჩაწოდებასაც 40:0-ს იგებდა, თუმცა შარდიმ უკუბრეიკის შესრულება მაინც მოახერხა. ქართველმა ჩოგბურთელმა უკვე ზედიზედ მე-3 თამაში წააგო. ბასილაშვილი ჯერ კალიარის ტურნირის ნახევარფინალში ჯერესთან დამარცხდა, შემდეგ კი მონტე კარლოს მასტერსზე კრაინოვიჩთან ტრავმის გამო დანებდა.

სხვა სტატიები