Belive

ბასილაშვილი დუბაის ტურნირს გამოეთიშა (ვიდეო)

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს დუბაიში, 500-იანთა თანრიგის ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპი გაიმართა. ნიკოლოზ ბასილაშვილი (19) 1/4 ფინალში ხორვატ ბორნა ჩორიჩს (13) დაუპირისპირდა და 3 სეტში - 6:4; 2:6; 6:7 დამარცხდა. აღნიშნული წარმატებით ჩორიჩმა ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ნიკოლოზმა დღევანდელი დღე კარგად დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა ჩორიჩი მე-3 გეიმში დააბრეიკა და უპირატესობა სეტის ბოლომდე შეინარჩუნა - 6:4. რაც შეეხება მე-2 სეტს, ბასილაშვილმა აქ კარგად ვერ ითამაშა და ჯამში ბორნასგან 2 ბრეიკი გაუშვა - 2:6. ბოლო სეტში საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი კორტზე ძალიან მოტივირებული გავიდა, თუმცა ურთულეს ბრძოლაში 6:7 წააგო. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, ბასილაშვილმა დღეს 9 ეისი მოაგროვა, ორმაგი შეცდომა კი 5-ჯერ დაუშვა. ჩორიჩს საპასუხოდ 10 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. ხვალ ბორნა ჩორიჩი ნახევარფინალში ლეგენდარულ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები