ბასილაშვილი ჰამბურგის ტიტულის დაცვას ბრწყინვალედ განაგრძობს!

ახალი კვირიდან გერმანიაში სტარტი აიღო ჰამბურგის 500-ქულიანმა ტურნირმა, სადაც მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილია.

ნიკას ჰამბურგის ასპარეზზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს – მან უნდა დაიცვას გასულ წელს მოპოვებული 500 ქულა.

პირველი ორი რაუნდის საკმაოდ დამაჯერებლად და წარმატებულად დაძლევის შემდეგ, 1/4-ფინალურ ეტაპზე ნიკას მეტოქე ჟერემი ჩარდი გახლდათ, რომელსაც ასევე საკმაოდ მარტივად 2-სეტში გაუმკლავდა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 6:2, 6:3 – ბასილაშვილის სასარგებლოდ. 

მომდევნო ეტაპზე ნიკას მეტოქე ალექსანდრ ზვერევისა და ფილიპ კრაინოვიჩს შორის გაირკვევა.

Live.ge ულოცავს ნიკას ნახევარფინალში გასვლას და წარმატებებს უსურვებს მას მომდევნო შეხვედრებში!

(327)

ბასილაშვილი ჰამბურგის ტიტულის დაცვას ბრწყინვალედ განაგრძობს!

სტატიის ავტორი
-