Belive

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ზედიზედ მესამედ მოგებას შეეცდება

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიო რეიტინგის 32-ე და საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ახალი კვირიდან ჰამბურგის 2020 წლის ასპარეზზე ერთვება. ქართველი ჩოგბურთელი აღნიშნულ ტურნირზე ფენომენალურად ასპარეზობს - მან 2018 წლისა და 2019 წლის ასპარეზი ჩემპიონის რანგში დაასრულა, რაც 21-ე საუკუნეში მხოლოდ მან და როჯერ ფედერერმა მოახერხეს. რაც შეეხება წლევანდელ გერმანულ ასპარეზს, ჰამბურგის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილს სატურნირო ბადის მხრივ ნამდვილად არ გაუმართა, მისი პირველი მეტოქე რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება. აღსანიშნავია, რომ ქართველი ჩოგბურთელი პანდემიის შემდგომ პერიოდში ძალიან ცუდ ფორმაშია, მან 6-დან 6 შეხვედრა წააგო, მეტიც, სეტიც კი არ მოუგია. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჰამბურგის ტურნირზე წარუმატებელი ასპარეზობის შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი ქულებს არ დაკარგავს, გამარჯვების შემთხვევაში კი ტიტულს მეორედ დაიცავს, რაც 21-ე საუკუნეში უპრეცედენტო შემთხვევა იქნება.

სხვა სტატიები