ბასილაშვილი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელზეა!

დუბაიში მიმდინარე 500-ქულიანი ტურნირის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 1 საფეხურით წინ გადავიდა. მოგეხსენებათ, ოფიციალური განახლებული რეიტინგი ყოველ ორშაბათს იდება.

როგორც ტურნირის მიმდინარეობის დროს სტატიებში აღვნიშნავდით რობერტო ბაუტისტა-აგუტი 2018 წლის ჩემპიონი გახლდათ, სწორედ მისი დამარცხების ხარჯზე გადაინაცვლა ქართველმა ჩოგბურთელმა მე-18 პოზიციაზე, ვინაიდან ესპანელმა მეორე რაუნდში წაგებით ქულების დიდი რაოდენობა დაკარგა.

LIVE.GE წარმატებებს უსურვებს ნიკოლოზს მომდევნო ასპარეზებზე.

 

ბასილაშვილი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელზეა!

სტატიის ავტორი
-