Belive

ბასილაშვილი მადრიდის მასტერსს გამოეთიშა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსს პირველივე წრეში გამოეთიშა. ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგ ბენუა პერთან (35) წააგო. გასულ კვირას, მიუნხენში მოპოვებული ტიტულის შემდეგ, ნიკოლოზმა ესპანეთში წარმატებულად ვეღარ იასპარეზა. 31 წლის პერთან ქართველი 2 სეტში - 4:6; 5:7 დამარცხდა. დაპირისპირება 1 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა, რა დროშიც ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება 5-ჯერ დათმო. საპასუხოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა ბრეიკის შესრულება 3-ჯერ მოახერხა. უნდა აღინიშნოს, რომ გამოცდილმა ფრანგმა დღევანდელ თამაშში კარგად ჩააწოდა. მას 14 ეისი ჰქონდა, თუმცა 9 ორმაგი შეცდომაც დაუშვა. ბენუა პერს ბასილაშვილთან თამაშამდე ზედიზედ 7 წაგება ჰქონდა. ზოგადად, 2021 წელს მის ანგარიშზე 10 მარცხი და მხოლოდ 1 მოგება იყო. შემდეგ წრეში პერი სტეფანოს ციციპასს შეხვდება.

სხვა სტატიები