Belive

ბასილაშვილი მადრიდის მასტერსს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
მადრიდის მასტერზე ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ძირითადი ბადიდან ჩაერთო, მისი პირველი მეტოქე ამერიკელი ფრენსის ტიაფო გახლდათ. პირველ სეტში საკმაოდ ცუდი სტარტის შემდეგ ბასილაშვილმა მოახერხა წონასწორობის აღდგენა და საბოლოოდ სეტი ტაი-ბრეიკის წყალობით მოიგო. მეორე სეტში ბასილაშვილი ბრეიკით იგებდა, თუმცა ანგარიშით 3:1-ზე ტიაფომ ქართველს ზედიზედ 5 გეიმი მოუგო და სეტი საკუთარ აქტივში მიითვალა. მესამე სეტში ფრენსის ტიაფო შეუდარებელი იყო, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან დამსახურებულად გაიმარჯვა ვინაიდან ბრწყინვალედ იასპარეზა. მომდევნო ეტაპზე ტიაფოს მეტოქე ფილიპ კოლშრაიბერსა და მიხაილ კუკუშკინს შორის გაირკვევა.  

სხვა სტატიები