Belive

ბასილაშვილი მასტერსის ფინალშია | ბოლო გაჩერება ბრიტანელი ჩოგბურთელია

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
საჩოგბურთო სამყაროში 2021 წლის ბოლოს წინა მასტერსის ტიპის (1000-ქულიანი) ტურნირი, ინდიან უელსი, იმართება. ტურნირზე მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც. ნიკა ტურნირზე 29-ე ნომრადაა განთესილი, რის გამოც ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ჩოგბურთელი, კრისტოპერ იუბანკსი გახლდათ. იუბანკსის ბარიერი ბასილაშვილმა წარმატებით და რაც მთავარია, დამაჯერებლად დაძლია. ამერიკელი ოპონენტის შემდეგ, ალბერტ რამოს-ვინოლასს დრამატულ ბრძოლაში აჯობა და პირადი რეკორდი დაამყარა – გავიდა მასტერსის 1/8-ფინალურ ეტაპზე. 1/8-ფინალში ქართველ ჩოგბურთელს კარენ ხაჩანოვის წინააღმდეგ მოუწია ასპარეზობა, რომელსაც იუბანკსის მსგავსად, დამაჯერებლად, 2-სეტში, ანგარიშით – 6:4; 7:6(6), სძლია. 1/4-ფინალურ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი, სტეფანოს ციციპასი იყო, რომელსაც ქართველი ჩოგბურთელი დრამატული ბრძოლის შედეგად, ანგარიშით – 6:4; 2:6; 6:4, გაუმკლავდა. 1/2-ფინალში, ნიკას მეტოქე ადგილობრივი ტეილორ ფრიცი იყო, რომელსაც კორტზე მყოფი გულშემატკივრის უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა მიუხედავად წნეხისა, ბასილაშვილი მას 2-სეტში, ანგარიშით - 7:6(5); 6:3, გაუმკლავდა და ფინალის საგზური მოიპოვა.

მასტერსის ტიპი ტურნირის ფინალში გასვლით, ქართველმა ჩოგბურთელმა, პირადი რეკორდი გააუმჯობესა. ფინალში ასპარეზობით, ასევე გარანტირებულია განახლებულ რეიტინგში დაწინაურებაც. ნიკა ინდიან უელსის ფინალშია, სადაც მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 26-ე ნომერი, ბრიტანელი ჩოგბურთელი, კამერონ ნორი იქნება.

სხვა სტატიები