Belive

ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზეა

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2018 წლის სეზონის უკანასკნელ ტურნირს ატარებს პარიზში, სადაც მისი პირველი მეტოქე ავსტრალიელი ჯონ მილმანი გახლდათ. შეხვედრის მიმდინარეობისას, ანგარიშით 4:3-ზე, ჯონ მილმანმა სამედიცინო დახმარებას მიმართა, რამაც მცირე ეჭვი გააჩინა, რომ იგი დანებდებოდა, თუმცა თამაში გაგრძელდა. პირველ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა დამაჯერებლად მოიპოვა გამარჯვება, ანგარიშით - 6:4. მეორე სეტი კი აღარ ჩატარებულა, მოლოდინი გამართლდა და ტრავმის გამო ჯონ მილმანი დანებდა.    

სხვა სტატიები