Belive

ბასილაშვილი პარიზში უშანსოდ დამარცხდა

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსზე პირველივე ეტაპიდან გამოვარდა. მისი მეტოქე მსოფლიოს 50-ე ნომერი, მოლდოველი რადუ ალბოტი გახლდათ, რომელთანაც 2-სეტში უშანსოდ დამარცხდა. ამ შეხვედრის გამარჯვებით დასრულების შემთხვევაში ბასილაშვილი ავტომატურად 1/8-ფინალურ ეტაპზე გადიოდა, რაც მის რეიტინგზეც კარგად აისახებოდა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა ვერც გასულ წელს მოპოვებული ქულები დაიცვა, რომელიც მეორე ეტაპზე გასვლისათვის დაიმსახურა. როგორც პირველ, ასევე მეორე სეტში ალბოტმა ბრეიკი საწყის გეიმებშივე მოიპოვა, ნიკამ კი გარდამტეხი ცვლილების შეტანა მატჩში ვერ მოახერხა, როგორც ჩანს ფრანგული ასპარეზისათვის ბასილაშვილი სრულყოფილ მზადყოფნაში არ იყო.  

სხვა სტატიები