Belive

ბასილაშვილი რაფაელ ნადალის წინააღმდეგ ითამაშებს!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე მასტერსის ტურნირის 1/8-ფინალურ ეტაპზე საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებს. პირველ რაუნდში ქართველმა მარტონ ფუქსოვიჩს სძლია, მეორე რაუნდში კი ლასლო ჯერეს ბარიერის დაძლევა მოუწია. ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე 1/8-ფინალში ამ წუთებში გაირკვა, ის მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი რაფალ ნადალი იქნება. გამომდინარე გუშინდელი უამინდობიდან რომის მასტერსზე ნადალს ერთ დღეში ორი შეხვედრის ჩატარება მოუწევს, შესაბამისად ბასილაშვილს დღესვე დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზეა ჩანიშნული. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს.

სხვა სტატიები