Belive

ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს გამოეთიშა

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის 500-ქულიან ტურნირზე ასპარეზობდა, სადაც მეორე რაუნდში გავიდა. მისი მეტოქე უნგრელი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის 38-ე ნომერი მარტონ ფუქსოვიჩი გახლდათ. ბასილაშვილს თამაშის დასაწყისიდანვე ეტყობოდა, რომ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა უჭირდა. პირველ სეტში საწყის გეიმებში ნიკამ მოწოდება დაკარგა, თუმცა სეტის მიწურულს გადამწყვეტ მომენტში მან უკუ-ბრეიკი გააკეთა და სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. სწორედ პირველი სეტის ტაი-ბრეიკი აღმოჩნდა ნიკოლოზისთვის გარდამტეხი, ვინაიდან იგი ანგარიშით - 7:1 დამარცხდა, რამაც მომდევნო სეტში მის თამაშზე გავლენა იქონია. მეორე სეტში ნიკამ მეტოქეს მხოლოდ 1 გეიმი აუღო. ამრიგად როტერდამის ტურნირის 1/4-ფინალური ეტაპის საგზური უნგრელ ჩოგბურთელს ერგო, მეტოქედ კი მას კეი ნიშიკორი ელოდება.

სხვა სტატიები