Belive

ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირზე მეორე რაუნდიდან ჩაერთვება

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმდინარე კვირაში შტუტგარტის ტურნირზე ჩაერთვება, სადაც ბალახის საფარია. გერმანიაში მიმდინარე ტურნირს ერთგვარად უიმბლდონის "მოსამზადებელ" შეჯიბრსაც ეძახიან. ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირზე მე-4 ნომრადაა განთესილი, რის გამოც ის ასპარეზს მეორე რაუნდიდან დაიწყებს. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მარტონ ფუქსოვიჩი იქნება, რომელიც 2019 წელს ბასილაშვილს მეოთხეჯერ დაუპისირპირდება, განვლილი 3 შეხვედრიდან 2 ფუქსოვიჩის გამარჯვებით დასრულდა, უკანასკნელ შეხვედრაში კი ქართველმა ჩოგბურთელმა გაიმარჯვა. Live.ge წარმატებებს უსურვებს ნიკოლოზს!

სხვა სტატიები