Belive

ადვოკატი: "დოროყაშვილი ნიკოლოზს თამაშების წინ სკანდალს უწყობდა"

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სატელევიზიო საუბარში საზოგადოებას ახალი დეტალები გააცნო. მისი თქმით, ქართველი ჩოგბურთელი მუდმივ ფსიქოლოგიურ წნეხში იმყოფებოდა. გარდა ამისა, აშშ-ის ღია პირველობის თამაშზე ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი კონსპირაციულად შევიდა.
"წყვილი 2018 წლის შემდეგ ერთად აღარ ცხოვრობს, ხოლო ამა წლის აგვისტოდან ისინი ოფიციალურად განქორწინდნენ. განწორწინების ინიციატორი იყო ნიკოლოზი. 2019 წელს ბასილაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირ US OPEN-ზე ასპარეზობდა. მოსაცდელ ოთახში, თამაშამდე რამდენიმე წუთით ადრე, ნელი დოროყაშვილმა კონსპირაციულად შეაღწია ყალბი აკრედიტაციით, სადაც ნიკოლოზს არასასიამოვნო საუბარი გაუმართა. საქმე ისე წარიმართა, რომ ტურნირის ორგანიზატორებმა ტერიტორია დაატოვებინეს დოროყაშვილს, ხოლო მან აშშ ბასილაშვილის ხარჯებით დატოვა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, ტურნირების წინ, ის მუდმივად ამყოფებდა ბასილაშვილს წნეხის ქვეშ. საბოლოოდ, ბასილაშვილმა დათმო ნახსენები თამაში აშშ-ის ღია პირველობაზე, ხოლო მიღწეული რეიტინგის შენარჩუნება მას ძალიან გაუჭირდა," - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

სხვა სტატიები