Belive

ბასილაშვილის ბადე აშშ-ის ღია პირველობაზე ცნობილია

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
სულ მალე სტარტს აიღებს აშშ-ის ღია პირველობა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველი ჩოგბურთელის ბადე დიდ სლემზე ცნობილია. მსოფლიოს მე-18 ჩოგანი პირველ ეტაპზე მარტონ ფუქსოვიჩს (65) დაუპირისპირდება. ნიკოლოზისთვის აღნიშნული მეტოქე უცხო არაა. ბასილაშვილს უნგრელთან აქამდე 7-ჯერ უთამაშია. 1/64-ფინალური ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი ტომაშ ბერდიხს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზს დიდ სლემზე 180 ქულა აქვს დასაცავი. წინა წელს მან 1/8-ფინალამდე გააღწია.

სხვა სტატიები